2007 წლის ოქტომბერში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ოჯახში ყოველი მესამე ან მომდევნო ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, პირადად მონათლავდა ახალშობილს. ამ დაპირებამ, ერთი შეხედვით, ძლიერ იმოქმედა ქართველების რეპროდუქციულ ქცევაზე.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული კუთვნილებისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა და ა.შ.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.