შეავსე ფორმა
Logo
რა უნდა გავაკეთოთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი კვამლივით არ გაიფანტოს?
13 მარტი 2017

2017 წლის იანვარში სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარტში კი საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. თუმცა ამჟამად დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე რადიკალური ნაბიჯებია საქართველოს თამბაქოსგან თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევისკენ. ახალი კანონპროექტი სრულად ფარავს თამბაქოს წარმოებას, შეფუთვას, მარკეტინგს, რეკლამას, გაყიდვას, მოხმარებას და თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს.

როცა კუთხის მაღაზიის მეზობლად კარფური იხსნება
11 მარტი 2017

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს) შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება.

სადღესასწაულო საჩუქარი ქვეყანას: იყიდე წვრილმანი, ადგილობრივი, ქართული!
20 დეკემბერი 2015

და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი.

შეავსე ფორმა