გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტმა 2023 წელს 698,5 მლნ ლარი (10,0 მლნ ლარით ზრდა) შეადგინა. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა:
საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2022 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. პუბლიკაციის თანახმად, 2022 წლის მე-2 კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 10.9%-ით გაიზარდა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
2022 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2021“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2021 წელს მშპ-ის 7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია (8.3%), თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს).
2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 19.2 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) 593.1 მლნ.ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 3.1%-ს) მიიღებს.