საცალო საკვების ფასები წინა თვესთან (მაისის ბოლო კვირასთან) შედარებით 7.6%-ით, წინა წელთან (2015 წლის მაისთან) შედარებით კი 10.1%-ით დაეცა. ფასები ყველაზე მეტად დაეცა შემდეგი პროდუქტებისთვის: პომიდორი (-65.5%), კიტრი (-63.3%), ბადრიჯანი (-33.7%). მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის ფასი გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა კომბოსტოს (12.8%), ჩაის (7.3%) და ბრინჯის (7.2%) ფასები.
2016 წლის 3 ივნისს, ქ. ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“ გაიმართა ჩაის კოოპერატივების სამუშაო შეხვედრა. ეს იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ CARE საერთაშორისო კავკასიასთან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებული მესამე ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის – „თანამშრომლობა სოფლის კეთილდღეობისათვის საქართველოში“ – ფარგლებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი. საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები XIX საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.
მრავალწლიანი ქაოსისა და სრული კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ერთ დროს სახელოვან ჩაის მრეწველობას ისევ დაეტყო სიცოცხლის ნიშან-წყალი. სულ უფრო მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს (ძირითადად ძალიან მცირეს, თუმცა ზოგიერთ საკმაოდ ამბიციურს. მაგალითად, „გურიელის“ ბრენდით ცნობილ ჯეოპლანტს) მოჰყავს, ამუშავებს და აფასოებს ჩაის.