07
სექტემბერი
2015
რეგიონულ ეკონომიკაში შორეული რყევებია, განსაკუთრებული, სპარსული საკმაზით. დასავლელ პარტნიორებსა და ირანის ლიდერებს შორის ბირთვული გაფართოების პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება გულისხმობს ირანის მსოფლიო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. თუ ირანი შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ექსპორტ-იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მომდევნო წლის განმავლობაში გაუქმდება.
11
ნოემბერი
2014
2013 წელს, სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში (სადაც მთავარ ფიგურას რუსეთი წარმოადგენს) შესვლამ შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში. სავარაუდო იყო, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ შევიწროვებას გამოიწვევდა რუსეთისა და სომხეთის მხრიდან, ვინაიდან ეს უკანასკნელი, რუსეთზე გეოგრაფიული დამოკიდებულების გამო, მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ (ხანდახან, პირდაპირ აგენტადაც) ითვლება რეგიონში.
04
აგვისტო
2014
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივასთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
28
სექტემბერი
2012
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
07
ნოემბერი
2011
აღნიშნულმა ქვეყნის დონეზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც უფრო დიდი საერთაშორისო კვლევის ნაწილია, შეაფასა, რა გავლენა ექნება გაზრდილ მიგრაციას, რადგან ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება ცვლილებები შეიტანოს მიგრაიის პოლიტიკაში.