UNFPA და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე. პროექტის გუნდი შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიას და ჩაატარებს საკითხის წინასწარ სამაგიდო კვლევას. პროგრამის მიზანია საქართველოს მემკვიდრეობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ფესვგადგმული გენდერული მიკერძოების სიღრმეების გააზრება და მისი პრაქტიკული ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე, მათ სტატუსსა და სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე.
29 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტი“, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი გენდერის პოლიტიკაზე მომუშავე საზოგადოებას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა უპირველესი ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, სიღარიბის მხრივ, კრიზისი გლობალურად გამწვავდა როგორც COVID-19-ის პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის გამო.
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სოციალური პოზიციების მისანიჭებლად, გენდერული და ასაკობრივი ნიშნით როლების დასადგენად და მწირი რესურსების გასანაწილებლად საზოგადოებაში იყენებდნენ სოციო-ბიოლოგიურ მარკერებს – სქესსა და ასაკს.
„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსა (CSB) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ყოვლისმომცველი ანგარიში.