დღესდღეობით, საქართველოში რძის პროდუქტების წარმოება ცხარე განხილვის საგანია. უკანასკნელი წლებში ამ სექტორში ახალი სახელმწიფო რეგულაციები გაჩნდა, ყველაზე ფართოდ განხილვადი უკანასკნელი ცვლილება კი ყველის წარმოებისას რძის ფხვნილის გამოყენებას კრძალავს. აღნიშნული რეგულაცია 2015 წელს მიიღეს, მაგრამ 2017 წლის ივნისში მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით.
განათლების პოლიტიკის ფორუმის (EPF) მიზანია, დაიწყოს განათლების სფეროში მთავრობის პრიორიტეტებისა და ინვესტიციების კრიტიკული ანალიზის საჯარო განხილვა და კომუნიკაცია.
23 დეკემბერს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მკვლევარმა, გიგლა მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო EPAC-ის წევრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც განიხილეს, რამდენად საჭიროა ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის შემოღება. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და თავისუფალ ინდივიდთა საზოგადოება.
2016 წლის 29 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა უწყებათაშორისი ფორუმი – კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. ფორუმი მიზნად ისახავდა კოოპერატივებისათვის ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას.
მაშინ, როდესაც რუსეთი თავის პერიფერიაზე ქმნის და ინარჩუნებს „გაყინული კონფლიქტის” ამდენ ზონას, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სიტუაციასთან გამკლავების სწორი სტრატეგია შეარჩიონ. სამხედრო ვარიანტი განხილვას აღარ ექვემდებარება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ახლა უკვე, უკრაინაც, არ აქვთ მოქმედების მაინცდამაინც ბევრი კარგი ალტერნატივა.