კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები. ის გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან კრეატიული იდეები გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად და უფრო ეფექტურ ტექნოლოგიურ პროცესებად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ახალ (უფრო პროდუქტიულ) სამუშაო ადგილებსა და უკეთეს (უფრო კონკურენტულ) პროდუქტებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაკრო მიმოხილვის პროგნოზის 2015 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 1 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
განვითარების პრაქტიკოსთა დიდი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოები არსებითია ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღისათვის. ამ არგუმენტის თანახმად, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორი გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის სამუშაო ადგილებს და არის სამეწარმეო ნიჭის კერა.
ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც არ არის რეგისტრირებული (და შესაბამისად, დაბეგრილი), როგორც წესი, ჩრდილოვან ან იატაკქვეშა ეკონომიკას უწოდებენ. ქართულ ეკონომიკაში თუ გვაქვს ასეთი ჩრდილოვანი კუთხეები? ვაი, რომ არა მხოლოდ კუთხეები!