მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის (შემდეგში „SME რეფორმის“) პროგრესის შეფასება დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან. სტრატეგია მიზნად ისახავს პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენას და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
2023 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,396 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წელს სრული წარმოება 14,247 მლნ. კილოვატსაათი იყო).
2023 წლის დეკემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,166 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 4%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის დეკემბერში სრული წარმოება 1,116 მილიონი კილოვატსაათი იყო).
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის ოქტომბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მოსალოდნელია მშპ-ის 6.2%-ით ზრდა, მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი 6.9 %-ს მიაღწია.
კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება.