20
თებერვალი
2017
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლებას სიხარბეში ადანაშაულებენ და არაეფექტუად თვლიან ამგვარ პოლიტიკას. ვინ არის მართალი და ვინ ცდება ამ ცხარე კამათში? მოდით, ახლოდან შევისწავლოთ ფაქტები.
20
თებერვალი
2017
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
20
თებერვალი
2017
2017 წლის იანვარში ხაჭაპურის ინდექსი კვლავ მიჰყვება სეზონურ მზარდ ტენდენციას და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ახალი საშუალო ფასი 3.67 ლარი გახდა. საშუალო ფასი 1.9%-ით მაღალია 2016 წლის იანვარში დაფიქსირებულ ფასზე. რაც შეეხება თვეების მიხედვით შეფასებას, ხაჭაპურის ფასი 1.3%-ით მეტია წინა თვეში (2016 წლის დეკემბერში) დაფიქსირებულ ფასზე.
19
თებერვალი
2017
საკვები პროდუქტების ფასები კვლავ აგრძელებს ბოლოდროინდელ დინამიკას. საკვები პროდუქტების საცალო ფასების ინდექსი წინა თვესთან (2017 წლის იანვართან) შედარებით 2.6%-ით შემცირდა, წინა წელთან (2016 წლის თებერვალთან) შედარებით კი 4.9%-ით გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაწვნის (-10.4%), ჩაისა (-6.2%) და სტაფილოს (-6.2%) ფასი დაეცა, თუმცა, სანაცვლოდ, კომბოსტოს (+25.0%), მწვანილისა (+16.1%) და ბადრიჯნის (+14.9%) ფასები გაიზარდა.
18
თებერვალი
2017
ქორწინების ფენომენი ჩვენი კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში ქორწინება „აუცილებელი“ რამაა. ქორწინების რიტუალს აღასრულებს რელიგიური ან სახელმწიფო დაწესებულება, ან ორივე ერთად. ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული ქართველი ახალგაზრდების კვლევა ავლენს 14-29 წლის ახალგაზრდების აღქმას, ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. კვლევის სახელია „თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016, საქართველო“.