პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს რესპუბლიკამ ყველაზე სწრაფად გაატარა მასშტაბური მიწის რეფორმა და შეიმუშავა მიწის განაწილების გეგმა. ეს პროცესი 1992 წელს დაიწყო. მიწის გადანაწილების შედეგად გაჩნდა ასობით ათასი მცირე საოჯახო ფერმა, რომელმაც მსხვილი კოლექტივები და საწარმოო კოოპერატივები ჩაანაცვლა (საბჭოთა მეურნეობები („სოვხოზი“) და კოლმეურნეობები („კოლხოზი“). სავარაუდოდ, მიწის პრივატიზაციის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს დახმარებოდა, თავი გაეტანა უკიდურესად მძიმე პერიოდში.
ნინო კვირკველია და მისი მეუღლე, ირაკლი თოდუა ტიპიური წვრილი მესაკუთრეები არ გეგონოთ. ორივე განათლებულია (აქვთ ხარისხი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით). მათი საკუთრება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონტექსტში კიდევ უფრო შთამბეჭდავია: წყვილი ფლობს 28(!) ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას მებაღეობის სამოთხეში, თხილით განთქმულ სამეგრელოში. ეს შესანიშნავი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ზომა 1 ჰექტარს ოდნავ თუ აჭარბებს.
უხსოვარი დროიდან მთვარე ყველას ყურადღების ცენტრში იყო. ადამიანები თაყვანს სცემდნენ მნათობს და სწამდათ, რომ მას მისტიკური ძალა ჰქონდა. მთვარის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური კვლევები დიდი ხანია სწავლობენ მთვარის გავლენას ადამიანის განწყობასა და ქცევაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქციის ამონაგებზე მთვარის ფაზების გავლენას მრავალი ეკონომიკური ნაშრომი ეძღვნება.
ფუტკრის ეკონომიკური მნიშვნელობა ბევრად სცდება თაფლის წარმოებას. როგორც ეროვნული რესურსების დაცვის საბჭო წერდა 2011 წელს („რაში გვჭირდება ფუტკარი: ბუნების პატარა მუშაკები საკვებით გვამარაგებენ“), აშშ-ში ფუტკრების მიერ წარმოებული თაფლის ღირებულებამ 2011 წელს 150 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც ფუტკრების მიერ დამტვერილი ტერიტორიიდან მოწეული მოსავლის ღირებულება 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (100-ჯერ მეტი!).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.