10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).
მეცხოველეობის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ქმნის რა სექტორის მთლიანი გამოშვების ნახევარზე მეტს. მართალია ფერმერული მეურნეობები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია, სადაც სოფლის მეურნეობა უპირატესად მეცხოველეობითაა წარმოდგენილი.
შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტო (SCO) ინტერესდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების სიცოცხლისუნარიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობით.
კვლევის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის (AKIS) ინფრასტრუქტურული კუთხით წარმოჩენა სისტემის ძირითადი მონაწილეების, მათ შორის კავშირებისა და არსებული საკოორდინაციო მექანიზმების, აღწერით.
2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.