25 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) უმასპინძლა ბატონ პავან სუხდევს, გარემოს დაცვის ეკონომისტსა და საკონსულტაციო კომპანია GIST Advisory-ის დამფუძნებელს. ბატონმა სუხდევმა კარიერა დაიწყო როგორც ფიზიკოსმა, რომელიც მოგვიანებით დაინტერესდა გარემოს დაცვის გამოწვევებით. შედეგად, დაიწყო ეკონომიკის შესწავლა, განსაკუთრებით აინტერესებდა, შეესწავლა ბიზნესის, როგორც ჩვენ ირგვლივ ცვლილებების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობა, აგრეთვე, მესამე მხარის გავლენა, რომელიც ეკონომიკაში გარეგანი ეფექტის სახელითაა ცნობილი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2017 წლის მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივასთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
2014 წლის პირველი იანვრიდან სომხეთი სრულიად ახალ საპენსიო სისტემაზე გადადის. ეს რადიკალური რეფორმა ემსახურება ორი პრობლემის მოგვარებას: ასაკოვან მოქალაქეთა შორის გავრცელებულ სიღარიბესა და ეკონომიკაში კაპიტალის ნაკლებობას. ანალოგიური პრობლემები არსებობს საქართველოშიც, სადაც სტანდარტული სახელმწიფო პენსია 150 ლარს შეადგენს, დაზოგვის დაბალი დონის გამო კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კაპიტალის მაღალი დანახარჯები აბრკოლებს.