საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატარებლებზე.
ამ სტატიის პირველ ნაწილში მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე).
ერთ დღეს სოფელში, მეზობლებმა ტელევიზორები, მაცივრები, სატელიტური ანტენები და სარეცხი მანქანები გადმოიტანეს ჩემს სახლში. რომ გავარკვიე, აღმოჩნდა რომ ისინი ამ ნივთებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უმალავდნენ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა მათი საცხოვრებელი პირობები სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს. მოგვიანებით, მათთან ლაპარაკის დროს, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთმა მეზობელმა ძროხაც კი გაყიდა, სოციალური შემწეობის მისაღებად.
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ ეს არის საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომლითაც მან 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გამოხატა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, „მე მაქვს ოცნება“ მსგავსად, ჟვანიას ეს დრამატული გამოთქმა შეიცავდა ორ სურვილს: 1. გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრები; 2. თავი დაგვეღწია რუსეთის გავლენის სფეროსთვის, როგორც პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ასევე კულტურულს, რაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დომინირებდა საქართველოში.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული კუთვნილებისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა და ა.შ.