03
ოქტომბერი
2022
2021 წელს დაფიქსირებული მოსალოდნელი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს გლობალური ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა (IMF, July 2022). 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, 2020 წლის შემდეგ პირველად, გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნა.
28
სექტემბერი
2022
Recently, Geostat has released the preliminary estimate of real GDP growth for the second quarter of 2022, which now stands at 7.1%.
26
სექტემბერი
2022
2022 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,401 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 16%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,203 მილიონი კილოვატსაათი იყო).
01
ივლისი
2022
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დიდი გავლენა იქონია გლობალური ეკონომიკის თითქმის თითოეულ ასპექტზე, დაწყებული სურსათისა და ენერგო უსაფრთხოების სექტორებით, დამთავრებული მიწოდების ჯაჭვებითა და ფინანსური ბაზრებით. მსოფლიო ბანკის 2022 წლის ივნისის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის 5.5%-იანი გლობალური ზრდის მაჩვენებელი 2022 წელს წლიურ 2.9%-მდე დაიწევს.
27
ივნისი
2022
2022 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური გამოცემა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2021“. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2021 წელს მშპ-ის 7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია (8.3%), თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს).