თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.29 ლარამდე დაეცა, 3.4%-ით წინა თვესთან (2015 წლის იანვართან) და 4.8%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან (2014 წლის თებერვალთან) შედარებით.
ბევრი საქონლისგან განსხვავებით, რომელთაც კერძო, კონკურენტული კომპანიები აწარმოებენ, ვალუტას მონოპოლისტი უშვებს. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ლარის მოჭრის უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკია (სებ).
ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაუარესებამ ქართველი საზოგადოება ძალიან შეაშფოთა. ამან ხელი შეუწყო, ერთის მხრივ, ინფლაციასთან, სესხის დეფოლტსა და საბანკო ჩავარდნასთან დაკავშირებით შიშის გაღვივებას, მეორე მხრივ კი, ქართველ პოლიტიკოსთა ჩვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ „ვინაა დამნაშავე“.
2012 წლამდე საქართველო ხელს უწყობდა უცხოელებს მიწის შეძენასა და ქვეყნის სუსტ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვაში. ამ უაღრესად ლიბერალურმა მიდგომამ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების შემოდინებას, როგორიცაა ფერერო (4000 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები სამეგრელოში) და ჰიპი (ორგანული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის წარმოება შიდა ქართლში).
ფულადი დახმარება სიღარიბესთან ბრძოლის გავრცელებული საშუალებაა მთელს მსოფლიოში. განვითარებადი ქვეყნები, როგორც წესი, მშპ-ის 1%-2%-ს ხარჯავენ ამგვარ ტრანსფერებზე (“Cash Transfers: a Literature Review”, DFID Policy Division, 2011). მსგავს პროგრამებს უცხოელი დონორებიც აქტიურად აფინანსებენ.