გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-5 ანგარიში, რომელიც 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველოს ამერიკელ და დასავლეთ ევროპელ სტუმრებს ანცვიფრებთ ის, რომ საშუალო ასაკის ქართველი ტაქსის მძღოლები ხშირად ტრაბახობენ რამდენიმე დიპლომით, ხოლო სასტუმროს მისაღებებსა თუ მაღაზიაში ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდები ხშირად სამართლის, ბიზნესისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტდამთავრებულები არიან. თბილისში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ სტუმრებს, შესაძლოა, შეექმნათ წარმოდგენა, რომ საქართველოში იმდენად ჭარბია ადამიანური კაპიტალი, რომ ამ საკმაოდ მარტივ პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება და ამგვარად ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მას შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სოკოებივით მომრავლდა; უკვე 13000 ფერმერია დარეგისტრირებული 1500 კოოპერატივში. კოოპერატივების გასაძლიერებლად, დონორები, ევროკავშირის მეთაურობით, კოოპერატივებსა და მათ წევრებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ასევე, უტარებენ ტრენინგებს და უწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით საქართველოში საქონლის ხორცის ბაზრის კვლევა ჩაატარა.