შეავსე ფორმა
Logo
რაც არ გკლავს, გაძლიერებს: ქართული აბრეშუმი
17 ოქტომბერი 2015

აბრეშუმის წარმოებას, იგივე მეაბრეშუმეობას, ღრმა ფესვები აქვს საქართველოში, იგი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს იწყება, რომელმაც არა მხოლოდ დააარსა თბილისი V საუკუნეში, არამედ ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმი (და აბრეშუმის ჭია).

ახალი აბრეშუმის გზის ჯაჭვი იმდენად ძლიერია, რამდენადაც მისი ყველაზე სუსტი რგოლი
15 ოქტომბერი 2015

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მომავალზე საუბრისას მოიყვანა ელექტრული წრედის მაგალითი. კვირიკაშვილმა, რომელიც პრესტიჟული კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია, განმარტა, რომ მიმდევრობითი შეერთება – მარტივი ჯაჭვი – მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ მის შემადგენელ ნაწილზე.

ხაჭაპურის ინდექსი უკვე საქართველოს ყველა რეგიონს ფარავს
12 ოქტომბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 12 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ქართული ლუდის აქციზის გადასახადის ექსპერიმენტები
10 ოქტომბერი 2015

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, როგორც ჩანს, ლუდის შიდა მწარმოებლების გამძლეობის შესამოწმებლად. 2014 წლის სექტემბერში სექტორს დარტყმა მიაყენა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლმა, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. ლუდის ბაზარი, რომელსაც 97% ადგილობრივი მწარმოებლები ამარაგებენ, მაშინვე შემცირდა 22%-ით (ფიზიკური მოცულობა, იხ. ჩარტი), წლიური თვალსაზრისით.

ელიტები კონკურენციის მიღმა
08 ოქტომბერი 2015

ექვსი ერის ჩემპიონატი არის ყოველწლიური ტურნირი რაგბიში, რომელშიც ევროპული ერების ექსკლუზიური კლუბი მონაწილეობს: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. ექვსი ერის ჩემპიონატი ითვლება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს „ელიტურ“ რაგბის ტურნირად, რომელსაც შეესაბამება მეორე საერთაშორისო „ელიტური“ ტურნირი, რომელსაც მარტივად რაგბის ჩემპიონატს ეძახიან.

შეავსე ფორმა