სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.
საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი. საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები XIX საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.
და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი.
ახალი წელი კარს მოგვადგა და ქართველმა დიასახლისებმაც დაიწყეს სადღესასწაულო ფუსფუსი. ვემზადებით ჩვენც. ამჯერად ჩვენი მკითხველებისთვის განსაკუთრებული კერძი მოვამზადეთ – ახალი წლის სუფრის ინდექსი! ჩვენ მიერ მომზადებულ ქართული სუფრის რუკაზე წარმოდგენილია 5-6 სულიანი ოჯახის სტანდარტული საახალწლო კერძების ფასები (ლარებში) საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.