ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც 8.3 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ეხმიანება ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა).
2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია და 5.0% შეადგინა. ამ ზრდის დიდი ნაწილი მშენებლობაზე (11.2%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (11.2%) და საფინანსო სექტორზე (9.2%) მოდიოდა. თუმცა, ამ სექტორებისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა (-2.7%) იყო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2018 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2018 წლის 30 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2018 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.