არავისთვის არ არის სიახლე, რომ ზრდასრულთა განათლებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ სწავლა ხანგრძლივი პროცესია. თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სწავლა, როგორც ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავის თვითაღმოჩენის პროცესი, და სწავლა, როგორც გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც ხშირად შრომის ბაზარზე გარკვეულ პოზიციაზე დაწინაურების მოტივაცია განაპირობებს. ეს ორი ცნება განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად კავშირშია ერთმანეთთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2018 წლის თებერვლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
თუ მთავრობის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი ან უბრალოდ შეწუხებული მოქალაქე ხართ, რომელსაც გარემოს მდგომარეობაზე გული შეგტკივათ, ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. EPI ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და გვიყვება არასასიამოვნო სიმართლეს თითოეული ქვეყნის ტრაექტორიასა და მათი მუშაობის ეფექტიანობაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2018 წლის 14 მაისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა.