2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს.
2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.
COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე.
On the 25th of January, the Agricultural Policy Research Center attended a hearing of the draft law on agritourism by the sectoral committee of the Parliament of Georgia, during which our research team presented the findings of the Regulatory Impact Assessment (RIA) of the draft law and discussed the associated socio-economic benefits and costs.
COVID-19-მა არაერთი ქვეყანა დააყენა სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი, იმპორტზე დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნები. საქართველოს არაერთმა სავაჭრო პარტნიორმა დააწესა შეზღუდვები ვაჭრობაზე, რამაც გაართულა რიგი ბურღულეული და ბოსტნეული პროდუქტების მიწოდება, რაც სურსათის ფასების ზრდის რისკს ქმნის.