06
დეკემბერი
2015
ყოველი ადამიანი იბადება მილიარდობით ნეირონითა და ნერვული უჯრედებით, რომლებიც ქმნიან ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის ქსელებს. ნეირონების ქსელების სტრუქტურა წარმოადგენს სწავლის, მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი უნარ-ჩვევების საფუძველს.
29
ნოემბერი
2015
რატი, ლაშა და ირაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ე.წ. „გეპეის“) ინჟინერიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, რაც ფრიად უცნაურია. 22-23 წლის ასაკში სამივე ცოცხალია, თუმცა არასდროს დასწრებიან ლექციებს და არც გამოცდები ჩაუბარებიათ. ეს მათთვის მესამე საგანმანათლებლო ხარისხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს სწავლის დამთავრებას.
01
ოქტომბერი
2015
სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა.
05
ივნისი
2015
კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები. ის გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან კრეატიული იდეები გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად და უფრო ეფექტურ ტექნოლოგიურ პროცესებად, რაც, თავის მხრივ, ქმნის ახალ (უფრო პროდუქტიულ) სამუშაო ადგილებსა და უკეთეს (უფრო კონკურენტულ) პროდუქტებს.
25
მაისი
2015
1990-იან წლებში ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა სასაცილო იყო. სტუდენტები ან მათი მშობლები საგამოცდო კომიტეტის ხელმძღვანელებთან ან ფაკულტეტის დეკანებთან „ვადებსა და პირობებთან“ დაკავშირებით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკებები გულისხმობდა ქრთამს, რომლის გადახდაც იყო საჭირო გარკვეული „მომსახურების“ მიღების სანაცვლოდ.