
„სურსათის უვნებლობის რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მართვა მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, ფერმიდან სუფრამდე. სურსათის უვნებლობის რისკის შემცირება მოითხოვს თანამშრომლობას სექტორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის,“ – დოქტორი ჰანს ანრი პ. კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული დირექტორი ევროპაში.

COVID-19-მა ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ყველაზე დაუცველ და დაბალშემოსავლიან ნაწილზე. თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობაც.

სურსათის მიწოდების სისტემები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში, რადგან ამ სისტემებით მარაგდება სურსათის წარმოების უდიდესი წილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საარსებო საშუალებისა და შემოსავლის ძირითადი წყაროა (FAO, 2020). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სურსათის მიწოდების ჯაჭვებს საჭირო პროდუქტები და სერვისები სტაბილურად მიეწოდებოდეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლებისა და საარსებო საშუალებების დაცვის აუცილებელი პირობაა.

2014 წლამდე თბილისის მოსახლეობის რიცხვი მეტნაკლებად მუდმივი იყო და, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მცირე ტემპით იკლებდა კიდეც. 2014 წლიდან კი დედაქალაქის მიმართულებით მიგრაცია იზრდება, როგორც ეს ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული.

როგორც ვხედავთ, ქალაქის ეკოლოგიაზე ზეწოლა იზრდება, ამიტომ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს. ითვლება, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური გზა ურბანული პარკების განვითარებაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ტენდენცია საპირისპიროზე მეტყველებს: ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი თბილისში მკვეთრად შემცირდა; თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ 2010-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი 5.6-დან 1.3 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც საშუალო ევროპულ სტანდარტზე – 10-15 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე – მკვეთრად დაბალია.