გასულ კვირას უთანასწორობის თეორიული ეკონომიკური შედეგები განვიხილე. კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც შეუძლია. უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებს აბრკოლებს.
რატომ უნდა გვაღელვებდეს შემოსავლების უთანასწორობა? ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ შტიგლიცისა და ჰარვარდის ეკონომისტის ჯეისონ ფურმანის მიხედვით, „უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ“ (“Economic Consequences of Income Inequality”, Federal Reserve Bank of Kansas: Journal Proceedings, 1998, pp. 221-232).
ქალთა და კაცთა ხელფასებს შორის საგრძნობი განსხვავება მთელ მსოფლიოში შეინიშნება. Eurostat-ს ამ ფენომენის საზომად გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap - GPG) აქვს.
რეგიონებს შორის არაერთი სხვაობა არსებობს, თუმცა ყველაზე სისტემური რეგიონული უთანასწორობები შეიძლება რეგიონებს შორის ურბანიზაციის მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობებით აიხსნას. კერძოდ, შედარებით მეტად ურბანიზებულ რეგიონებს, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი მთლიანი დამატებული ღირებულება, ბევრად მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურა და ბევრად განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვთ.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.