
მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 50% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 6.85 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).

4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია BMZ-ის მიერ და ახორციელებს GIZ, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სსო-ების ინსტიტუციური შესაძლებლობების, კომუნიკაციებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების საგრანტო პროგრამების მხარდაჭერაზე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 4 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ბიზნეს მოდელები საქართველოს ტრანსპორტის სექტორში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".