
16 აპრილს ISET-მა უმასპინძლა ლევან ნადიბაიძის საჯარო ლექციას, სახელწოდებით "პოტიომკინის ზრდა: რატომ ტოვებენ ქართველები ქვეყანას მზარდი მშპ-ის, გაზრდილი ექსპორტისა და შემცირებული უმუშევრობის ფონზე".

დღესდღეობით საქართველოში ტვინების გადინების რისკი სულ უფრო იზრდება. ბოლო წლებში კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და სტუდენტების მზარდი რიცხვი ტოვებს ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სტაბილურობის ძიებაში. 1990-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველების ემიგრაციას ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა – სამუშაო ადგილების, მაღალი ანაზღაურების, უკეთესი სამუშაო პირობების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების ძიება საზღვარგარეთ.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ეს ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირი (EU), მიზნად ისახავს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდას.

2024 წლის მაისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,411 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მაისში სრული წარმოება 1,325 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰესების (+7%) ზრდამ განაპირობა, მაშინ, როცა თესების (-100%) და ქარის (-14) სადგურების გამომუშავება შემცირდა.

2024 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,085 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან კლებას წარმოადგენს (2023 წლის აპრილში სრული წარმოება 1,249 მლნ კვტსთ იყო). წარმოების წლიური კლება ჰესების (-12%), თესების (-25%) და ქარის (-10) სადგურების გამომუშავების კლებამ განაპირობა.