ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.
„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.
2022 წლის 30 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა პროექტის – “საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)“ – დასკვნით შეხვედრაზე ღონისძიებაზე ცოდნისა და ინფორმაციის სისტემაში შემავალი ინსტიტუტებისა და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტის შედეგები წარადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ახლახან გამოაქვეყნა 2021 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოშვება შემცირდა 2.3%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წილმა ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ახლახან გამოაქვეყნა 2020 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 4.7%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის წილმა კი ქვეყნის მშპ-ის 10.2% შეადგინა.