4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.
14 ნოემბერს ISET-მა CY Cergy Paris Université, THEMA-ს გამორჩეულ პროფესორს, დრ. ანდრე დე პალმას უმასპინძლა, რომელმაც საჯარო სემინარზე წარადგინა თემა „დაბალი ემისიის ზონების გავლენა სივრცულ და ეკონომიკურ უთანასწორობებზე დინამიური ტრანსპორტის სიმულატორის გამოყენებით“. პროფ. დე პალმას პრეზენტაცია ეხებოდა ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ჰაერის დაბინძურებამ 2023 წელს ევროკავშირში 311,000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 224 მილიარდი ევრო (მშპ-ის 1.4%) მიაღწია.
დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია (Rijsberman, 2019).
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჰაერის დაბინძურება გლობალურ პრობლემად გადაიქცა. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მავნე ემისიების მოცულობა მუდმივად იზრდება, მსოფლიოს ბევრ ადგილას კი ცალკეული დამაბინძურებელი ნაწილაკების კონცენტრაცია რეკომენდირებულ უსაფრთხო დონეზე მეტია. ემისიის გაზრდილი მოცულობა დაკავშირებულია სხვადასხვა საზიანო შედეგთან: ზიანი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, პროდუქტიულობის შემცირება, მიწის ფასების კლება.
ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, თბილისის მაცხოვრებლებისთვის უფრო და უფრო მტკივნეული ხდება ჰაერის დაბინძურება და მწვანე სივრცეების ნაკლებობა. ჩვენს წინა ბლოგში “ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ“ განვიხილეთ ვიწრო პირადი ინტერესების მქონე დეველოპერების და ინერტული სამოქალაქო საზოგადოების პირობებში რა ნეგატიური შედეგები დგება ჰაერის დაბინძურების და ხეების მოჭრის თვალსაზრისით.