წინამდებარე სტატიაში წამოყენებულია ის კითხვები, რომლებიც ჩნდება საერთაშორისო სანქციების დაწესებასა და ადგილობრივ მარეგულირებელ ჩარჩოსთან დაკავშირებით. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მეშვეობით, საქართველოს მთავრობის ორ თანამდებობის პირს და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების მიზეზს აღნიშნული პირების მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ხელის შეშლის პროცესში მონაწილეობა წარმოადგენდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ 500 მილიონ აშშ დოლარად 7 ტონა მაღალი ხარისხის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც ეროვნული ბანკის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოქრო დაემატა.
წინამდებარე მიმოხილვა ეხება საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობე-ლობის ფაქტორით გამოწვეულ რისკებს. რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივე-ბის ფლობა კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში, როგორებიცაა, მაგა-ლითად, ელექტროენერგია და კომუნიკაციები, საქართველოს აყენებს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციის, ეკონომიკური მანიპულაციის, ჯაშუშობის და სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. აღნიშნული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შემოწმდება რუსეთიდან შემომავალი ინვესტიციები საქართველოში; აგრეთვე, მნიშვ-ნელოვანია, რუსულ ბიზნეს მფლობელობასთან დაკავშირებული რისკები განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებ-ში და დაჩქარდეს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რე-ფორმა.
რუსეთი და უკრაინა საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედის. 2022 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტის 9.5% უკრაინაზე მოდიოდა, 12.9% – რუსეთზე (2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე).