შეავსე ფორმა
Logo
ჭავჭავაძის ძველი გამზირი ახლებურად – ცნობილი სახეები ავტობუსში?
07 სექტემბერი 2020

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს თბილისში საყოველთაო ინტერესს იწვევს (რა თქმა უნდა, აგვისტოს შვებულებებსა და COVID-19-ის რისკებთან ერთად), ჭავჭავაძის ახლად რეაბილიტირებული გამზირია, რომელზეც მოძრაობა ახლახან აღდგა. რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი „პოპულარული“?

შეანელე... დასრულდება თუ არა კოშმარი საქართველოს გზებზე?
06 მაისი 2017

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.

თუ მოსკოვმა შეძლო, თბილისიც შეძლებს!
25 იანვარი 2016

როდესაც 2006 წელს მოსკოვი დავტოვე, მოსკოვის გადატვირთული ქუჩის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. რუსი მძღოლები ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს, რითიც თითქოს ანიშნებდნენ ფეხით მოსიარულეებს, რომ სულაც არ აპირებდნენ გაჩერებას. სრულიად გასაგებია, რომ ფეხით მოსიარულეებიც შესაბამისად იქცეოდნენ.

ეკონომისტის კომენტარი საგზაო მოძრაობაზე თბილისში
10 ივნისი 2013

როგორც სტეფან დოულინგი რამდენიმე წლის წინ BBC-ის სტატიაში აღნიშნავდა: „გზის გადაჭრის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვანაირად ხდება.“ დოულინგის მიხედვით, ქვეყნის კულტურული ღირებულებების საკითხია ის, თუ როგორ ატარებს ხალხი მანქანას ან როგორ კვეთს ქუჩას. არის კი ეს ნამდვილად ასე?

შეავსე ფორმა