წინამდებარე მიმოხილვა ეხება საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობე-ლობის ფაქტორით გამოწვეულ რისკებს. რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივე-ბის ფლობა კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში, როგორებიცაა, მაგა-ლითად, ელექტროენერგია და კომუნიკაციები, საქართველოს აყენებს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციის, ეკონომიკური მანიპულაციის, ჯაშუშობის და სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. აღნიშნული რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შემოწმდება რუსეთიდან შემომავალი ინვესტიციები საქართველოში; აგრეთვე, მნიშვ-ნელოვანია, რუსულ ბიზნეს მფლობელობასთან დაკავშირებული რისკები განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებ-ში და დაჩქარდეს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რე-ფორმა.
შესწავლილ ინდუსტრიებში რუსეთის მფლობელობაში არსებული ბიზნეს აქტივების სექტორული მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ელექტროენერგიის სექტორში, რასაც მოსდევს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების, სამთო მოპოვების და მინერალური წყლების სექტორები.
თუ საშუალო განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველოში განათლების დონე მაღალია, ბევრი სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მსგავსად. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი გარემოება (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლიდან) არის „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“. არა დანაშაული, კორუფცია, წვდომა ფინანსებზე ან მოშლილი ინფრასტრუქტურა, არამედ არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა.
ნინო კაკულია სამტრედიაში დაიბადა 1991 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 2004 წელს, როდესაც ნინო და დამოუკიდებელი საქართველო მე-13 დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმების სერია, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში ფესვგადგმული კორუფციის აღმოფხვრას ეხებოდა.
WIN/Gallup-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველთა 93% თავს რელიგიურად მიიჩნევს. მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას, ტაილანდს, აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი, სადაც ეს რიცხვი 94%-ს აღწევს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი გვხვდება მხოლოდ სომხეთში, ბანგლადეშსა და მაროკოში. მსოფლიოს სხვა ქვეყნები შედარებით ნაკლებად არიან მოცულნი რელიგიით.