29
იანვარი
2024
2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და ქალაქების მიხედვით 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.
05
დეკემბერი
2022
5 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, მონაწილეობა მიიღო თბილისის კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენციის შემაჯამებელ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ქალთა, როგორც ცვლილებების აგენტების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა.
02
ნოემბერი
2022
მარიამ კაცაძემ და გიორგი პაპავამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი გუნდიდან, თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური განზომილების შეფასების შედეგები.
28
თებერვალი
2022
2022 წლის თებერვალში, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 5.7-სა (ქუთაისი) და 6.1 (თბილისი) ლარს შორის მერყეობდა. 2022 წლის თებერვალში დაფიქსირებულმა საშუალო ფასმა 5.8 ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით აღემატებოდა 2021 წლის თებერვლის მაჩვენებელს.
23
აგვისტო
2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-20 ანგარიში, რომელიც 2021 წლის აპრილ-ივნისის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.