პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის.
22 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა საერთაშორისო პანელური დისკუსიის ფორმატში.
საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაცისს გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ვისაუბროთ ეკონომიკურ სარგებელზე, გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებსა თუ ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების თანმდევი პროცესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატისუსი მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას.
2 ნოემბერს ISET-მა უმასპინძლა საჯარო სემინარს "სიღარიბე და უთანასწორობა: მსოფლიოში და საქართველოში", რომელსაც უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტები, ამბარ ნარაიანი, სიღარიბის და თანასწორობის GP პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, და ასად ალამი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა. ევროპული მომავალი არამარტო ქვეყნის ისტორიული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული არჩევანი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის იმედი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის პერსპექტივაა.