გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან და ვერ აკმაყოფილებდა ვერც კრედიტორთა და ვერც მოვალეთა საჭიროებებს. იგი არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო სუბიექტებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც კომპანიის ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რაც კომპანიებს შორის მუდმივ კონკურენციას და შეზღუდულ რესურსებზე წვდომის მოპოვებას გულისხმობს, ყოველთვის იქნება „მოგებული“ და „წაგებული“. ეს უკანასკნელი კი ისეთი კომპანიაა, რომელიც ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულებების დროულად დაფარვას და ამის გამო ხდება გადახდისუუნარო.
გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს - ის არ აკმაყოფილებდა არც კრედიტორების და არც მოვალეების საჭიროებებს და არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო კომპანიებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია.
2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოში მოქმედებს გადახდისუუნარობის ახალი კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველოში მომუშავე ბიზნესი ჩიხში შევიდა და ფინანსური ვალდებულებების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს, მას აქვს შესაძლებლობა, ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ეფექტიანად დაარეგულიროს კრედიტორებთან ურთიერთობა – მოახერხოს რეაბილიტაცია და სიცოცხლისუნარიანი დაუბრუნდეს ბაზარს ან, შესაბამის შემთხვევაში, გაკოტრდეს და გავიდეს ბაზრიდან.
თუ ხარ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ბაკალავრიატის ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და გაინტერესებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ეს კონკურსი შენთვისაა.