2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.
ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.
„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.
2023 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2022“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2022 წელს მშპ-ის 7.5% შეადგინა (მუდმივ ფასებში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (8%-ზე) ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).