შეავსე ფორმა
Logo
როგორ მივაღწიოთ მეტ სტაბილურობას? – აგრო დაზღვევა საქართველოში
24 ივნისი 2019

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება სხვადასხვა რისკებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა საბაზრო, ინსტიტუციური და წარმოების რისკები. სოფლის მეურნეობის წარმოებაში ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელია, ის ამ სფეროსათვის დამახასიათებელ უმთავრეს რისკს წარმოადგენს. ფერმერებს რისკების შემცირებისა თუ შერბილების მრავალი არაფორმალური და ფორმალური საშუალება გააჩნიათ. არაფორმალური საშუალებები მოიცავს დანაზოგებს, დივერსიფიკაციას, არაფერმერულ საქმიანობას და ა.შ.

მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა
04 ივნისი 2019

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამას სახელმწიფო ასუბსიდირებს და რვა სადაზღვევო კომპანია ახორციელებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია.

შეავსე ფორმა