შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზეგავლენის შეფასება
ორშაბათი, 23 აგვისტო, 2021

პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. ეს კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) GIA-ს. პროგრამა „დანერგე მომავალი” MEPA-მ დაიწყო 2015 წელს და ხორციელდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. პროგრამა მხარს უჭერს სანერგეებისა და მრავალწლიანი ბაღების გაშენებას რეგიონებში და ამჟამად სთავაზობს ბენეფიციარებს ფინანსურ მხარდაჭერას/სუბსიდირებას სამი ცალკეული კომპონენტისთვის: (1) მრავალწლიანი ბაღები, (2) სანერგეები და (3) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და/ან ჭაბურღილის ჭაბურღილის სატუმბი სადგურის მოწყობა.

ამ GIA-ის ერთ-ერთი პირველი დასკვნაა, რომ პროგრამა „დანერგე მომავლის“ მიზნები, ძირითადად, ძალიან ზოგადია და პროგრამას არ გააჩნია სპეციალურად განსაზღვრული გენდერული მიზნები. პროგრამის შედეგები და ინდიკატორები არ ითვალისწინებს ასევე გენდერულ ასპექტებს. ანალიზი მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ პოლიტიკის შემქმნელები პროგრამას განიხილავენ როგორც გენდერულად ნეიტრალურსა და არადისკრიმინაციულს, რადგან ის საშუალებას აძლევს ყველას, სქესის განურჩევლად, მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში და, მათი აზრით, პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა სამიზნე ჯგუფისათვის. იგი, ერთი შეხედვით, გამიზნულად არ უქმნის ბარიერებს პოტენციურ მონაწილეებს.

ამასთან, საქართველოში რესურსების (მიწის და უძრავი ქონების საკუთრება, ფინანსური რესურსის ნაკლებობა, ქალების შეზღუდული წვდომა კრედიტზე და ა.შ.) თვალსაზრისით არსებული გენდერული განსხვავებების გათვალისწინებით, გენდერული კუთხით საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, პროგრამა რეალურად შეიძლება განხილულ იქნას როგორც „გენდერულად ბრმა“, რადგან ის ხშირად უგულებელყოფს ქალისა და კაცის განსხვავებულ როლებს, შესაძლებლობებს, არსებულ უთანასწორობას, ძირითად საჭიროებებსა და კონტექსტს. ამ გამოწვებების გადაჭრისა და ქალების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებების სიმცირე მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო დაწესებულებები მსუბუქად უდგებიან გენდერულ საკითხებს და ძირითადად პროგრამაში ქალების მონაწილეობის შესახებ რაოდენობრივი მონაცემის შეგროვებით შემოიფარგლებიან. ეს შეიძლება მეტყველებდეს იმაზეც, რომ ხშირად საჯარო დაწესებულებები ვერ ახერხებენ, უფრო კომპლექსურად მიუდგნენ გენდერული თანასწორობის საკითხს, რადგან სააგენტოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გენდერული მეინსტიმინგის ინტეგრირების პროცესის საწყის ეტაპზეა.

შეავსე ფორმა