შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

ადვოკატირების, მედიასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიული ჩარჩო და გზამკვლევი საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის აღმოსაფხვრელად
ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა (GBSS) ვაჟების სასარგებლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. პატრიარქალური სტრუქტურები აძლიერებენ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკას და ხელს უწყობენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სოციალური გარემოს შენარჩუნებასა და დისკრიმინაციას. მეტიც, GBSS არის უთანასწორობის გამოვლინება სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში. კლებადი შობადობის პირობებში, სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომელიც ნაყოფის სქესის შერჩევის საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გააძლიერა აღნიშნული პრაქტიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა გოგონებთან შედარებით ბიჭების დაბადების სიხშირე. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა (UNFPA საქართველო) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სიღრმისეულმა კვლევამ (2017 წ.) აჩვენა, რომ დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს (115 ბიჭი ყოველ 100 გოგონაზე) 2004 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო. აღნიშნული ტენდენცია გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკის არსებობა კვლავ პრობლემად რჩება: საქართველოში მცხოვრებ ოჯახთა უმეტესობას სურს, სულ მცირე ერთი ვაჟი მაინც ჰყავდეს.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრობლემის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმართული ადვოკატირება, მედია-საშუალებებისა და კომუნიკაციის სტრატეგიული მიმართულებები ყურადღებას უნდა ამახვილებდეს აღნიშნული ფენომენის გამომწვევ მიზეზებზე. ეს მიზეზები, უმეტესწილად, გულისხმობს სოციალურ სტრუქტურებს, რომლებიც ოჯახებს უბიძგებს, ქალიშვილებთან შედარებით, ვაჟებში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ, რაც დამატებით ამცირებს გოგონების პოტენციალს და მათ უნარს, წვლილი შეიტანონ საოჯახო მეურნეობის გაძლიერებასა და კეთილდღეობაში

შეავსე ფორმა