პოლიტიკის დოკუმენტები
- შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო - SDC
- CARE International
- გერმანელ ეკონომისტთა გუნდი საქართველო - GET
- ოქსფამი
- გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP
- გაეროს ქალთა ორგანიზაცია
- USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
- ევროკავშირი
- FREE Network
- შვედეთი
- მაკროეკონომიკური პოლიტიკა
- სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება
- ენერგეტიკა და გარემოს დაცვა
- ინკლუზიური ზრდა
- კერძო სექტორი და კონკურენტუნარიანობა
- გენდერი
- მმართველობა
- მწვანე და მდგრადი განვითარება
- მედია და დემოკრატია
- Covid19
- რეგიონული
2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხებით. გარდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კურსის გლობალური და რეგიონალური გავლენებისა, არსებობს უფრო კონკრეტული ეკონომიკური ასპექტები, როგორიცაა ვაჭრობა, მიგრაცია, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები (FDI) და გაცვლითი კურსი. კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სრულიად განსხვავებულმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლოა საგრძნობლად განსხვავებული გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment – RIA) ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, როგორც პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი ნაწილი, თითქმის ათი წლის წინ დაიწყო. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2020 წლის 17 იანვარს დადგენილება №35-ის დამტკიცებით დასრულდა (შემდეგში – „დადგენილება“).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.