შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ის 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების შესახებ
ოთხშაბათი, 09 მარტი, 2022

პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს.

კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების პასუხისგებლობას ორგვარად განმარტავს: (1) პასუხისმგებლობას ერთი ან მეტი დამოკიდებული ბავშვის მიმართ და (2) პასუხისმგებლობას ოჯახის სხვა უახლოესი წევრების მიმართ. საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული, ამიტომ ქვეყნის კანონმდებლობაში არ გვაქვს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრება. თუმცა არსებული კანონმდებლობა შეზღუდულად, მაგრამ მაინც იცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა გამოიკვლია ის დაბრკოლებები, რომლებსაც საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულები აწყდებიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ მიმართულებაზე, რომელსაც 156-ე კონვენცია უსვამს ხაზს: (1) მოვლის სერვისების ხელმისაწვდომობა; (2) მოუქნელი შრომითი მოწყობის ფორმები.

შეავსე ფორმა