გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მიმაგრებული ფაილი
მსგავსი პოლიტიკის დოკუმენტები
ყველას ნახვაარსებობს კონსენსუსი, რომ საქართველოში პოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, რასაც ადასტურებს, ერთი მხრივ, საზოგადოების რეაქცია გაზრდილ პოლარიზაციაზე და, მეორე მხრივ, განვითარების მიმართულებით საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების დეპოლარიზაციის მოწოდებები.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
ეკონომიკურ ლიტერატურაში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის, გავლენა შრომით ბაზარზე მწვავე დებატების საგანია. წინამდებარე მიმოხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის მიღების ჰიპოთეტური გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით, ქალებში.
განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა.