პოლიტიკის დოკუმენტები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მოვლენამ არა მარტო ჩამოშალა გლობალური უსაფრთხოების სისტემა და გაანადგურა მილიონობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე და საარსებო წყარო შუაგულ ევროპაში, არამედ, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო უდიდესი ბირთვული, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა.
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2000 წელს დედობის დაცვის კონვენცია (ნ. C183) შეიმუშავა. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად არის საჭირო შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 39 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული. მათ რიცხვში საქართველო (ILO-ის წევრი 1993 წლიდან) ჯერ არ შედის. აკმაყოფილებს თუ არა ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს?
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ოჯახში დასაქმებულების შესახებ 189-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს. კონვენცია მიზნად ისახავს ყველასთვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.