შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ადვოკატირების სახელმძღვანელო
ორშაბათი, 11 მარტი, 2024

ადვოკატირების სახელმძღვანელო შემუშავდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის — „ბიზნეს-ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციების ადვოკატირების უნარების გაძლიერება“ — ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ. პროექტის მიზანია, განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნეს-ასოციაციების შესაძლებლობები პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების, კვლევისა და კომუნიკაციების მიმართულებებით, რათა ეს ორგანიზაციები ეფექტიანად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

წინამდებარე სახელმძღვანელო გახლავთ გზამკვლევი ბიზნეს-ასოციაციებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების განხორციელება სურთ. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადვოკატირების კამპანიის წარმართვის ეტაპები და მათი თანმიმდევრობა. მასში ასევე განხილულია ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც კამპანიის ორგანიზატორებს დაეხმარება, უკეთ გააანალიზონ არსებული სიტუაცია, დაინახონ მიმდინარე გამოწვევები და მათი გამომწვევი მიზეზები, რაც საშუალებას მისცემს, უკეთ დაგეგმონ საბოლოო მიზნამდე მისასვლელი კონკრეტული ნაბიჯები.

სახელმძღვანელოში მოცემულია სხვადასხვა ინსტრუმენტი და მიდგომა, რომელიც ჯგუფებს დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ პრობლემა და დასახონ მისი გადაჭრის გზები. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მნიშვნელოვანია, არსებული პრობლემა კონკრეტული და მრავალმხრივ შესწავლილი იყოს, ოპონენტების არგუმენტები — კარგად გააზრებული, ხოლო ჯგუფის შესაძლებლობები კი რეალისტურად შეფასებული. მნიშვნელოვანია საკუთარი ქმედებების შეფასება და მიღწეული შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ასევე ახლად წამოჭრილი დაბრკოლებების გაანალიზება, რათა დროულად მოხდეს მათზე რეაგირება. სასურველია, რომ კამპანიის წარმართვის დროს გუნდის თითოეულმა წევრმა გამოავლინოს ღია ურთიერთობებისთვის მზაობა, მოქნილობა და კეთილგანწყობა.

დონორები

შეავსე ფორმა