შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოს ბიომრავალფეროვნება: ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2023

ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.

ბიომრავალფეროვნების დაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს პლანეტის ეკოლოგიის შენარჩუნებაში და ყველა სახეობის ცოცხალ არსებათა, მათ შორის, ადამიანთა კეთილდღეობაში. ბიომრავალფეროვნების დაცვა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული და ეთიკური მიზნების მისაღწევად იმდენად, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას და სარგებლის მომტანია არამხოლოდ არსებული, არამედ მომავალი თაობებისათვისაც. ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის.

საქართველო, რომელიც კავკასიის ეკო-კორიდორში მდებარეობს, ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ აღიარებული 35 პრიორიტეტული ზონიდან ერთ-ერთია და მოიცავს მსოფლიოში 34 აღიარებული „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილებიდან“ ორს: კავკასიასა და ირანი-ანატოლიის ცხელ წერტილებს. სამხრეთ კავკასიის მთიან რეგიონში მდებარე საქართველო გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, მრავალი ენდემური სახეობით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით.

დონორები

შეავსე ფორმა