შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში: ექსპერტთა სერტიფიცირება
სამშაბათი, 10 იანვარი, 2023

საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment – RIA) ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, როგორც პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი ნაწილი, თითქმის ათი წლის წინ დაიწყო. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2020 წლის 17 იანვარს დადგენილება №35-ის დამტკიცებით დასრულდა (შემდეგში – „დადგენილება“).

ამ დადგენილებით საქართველომ ოფიციალურად მოახდინა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია („დადგენილება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“). დადგენილებით ცვლილება #4607 შევიდა საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონშიც ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებას. დადგენილების მიღების შემდეგ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულო გახდა:

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში, თუ კანონპროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ;
  2. რიგ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონპროექტის მომზადების პროცესში.

აღნიშნული ნაწილობრივ ეხმიანებოდა SIGMA/OECD-ის 2018 წლის ანგარიშში წამოჭრილ კრიტიკას, რომლის თანახმადაც, რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვის პროცესის შეფერხება განპირობებული იყო ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების არარსებობით, აგრეთვე რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და მინიმალური სტანდარტის მახასიათებლების განმსაზღვრელი ოფიციალური დოკუმენტების არარსებობით, რაც ნეგატიურად აისახება იმ ანალიზის ხარისხზე, რომელიც საფუძვლად უდევს ახალ პოლიტიკასა და კანონებს.

შეავსე ფორმა