შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ელექტრონული კომერციის რეფორმის შეფასება
ორშაბათი, 04 აპრილი, 2022

შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში ორჯერ ჩატარდა კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება: I ფაზა – 2022 წლის აპრილი, II ფაზა – 2023 წლის ივლისი, III ფაზა – 2023 წლის დეკემბერი.

რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს. ეს ასპექტები მოიცავს ნაკლოვანებებს როგორც სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოში, ისე არაეფექტურ ქმედებებს კერძო სექტორში. დღეისათვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ მომხმარებელთა ნდობის დაბალი დონე, რის შედეგადაც, სექტორის შიგნით ვიღებთ გამოუყენებელ პოტენციალს.

მთავარი გამოწვევები და ნაკლოვანებები, რომლებიც არასრულყოფილ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოსთანაა დაკავშირებული:

  1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მოქმედება 2012 წელს შეწყდა და დღეისათვის არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც პირდაპირ დაიცავდა მომხმარებელთა უფლებებს. ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნული საკითხი ელექტრონული კომერციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღების შედეგად დაიფარება.
  2. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული რისკები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა შემუშავებული, მიღების შემდეგ ხელახლა განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებსა და კონცეფციებს, და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციასთან.
  3. შუამავალი მომსახურების პროვაიდერებისთვის (ISP) არ არის ნათლად განსაზღვრული წესები და პასუხისმეგბლობები ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე განთავსებულ არალეგელურ კონტენტთან დაკავშირებით. ამჟამად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად ურთიერთობს ISP-ებთან მათი ვებ-გვერდებიდან არალეგალური კონტენტის აღების მიზნით; როგორც წესი, კომუნიკაციის აუცილებლობა მაშინ დგება, როცა ვებ-გვერდის მეპატრონე ვერ იდენტიფიცირდება, ან ამ უკანასკნელს არ სურს ინფორმაციის აღება საკუთარი ვებ-გვერდიდან. ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი კანონი ნათლად განსაზღვრავს ISP-ების უფლებებსა და მოვალეობებს და ათავისუფლებს არალეგალური კონტენტის მონიტორინგის ვალდებულებისგან. დამატებით, შესაბამისი ცვლილებები შევიდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნული კანონები შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან.
  4. საგადახდო სისტემებთან და საგადახდო მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები. 1. უცხოურ ბაზრებზე ბიზნესის წვდომის ხელშეწყობა ევროკავშირის ფარგლებში საერთაშორისო საგადასახადო პროცესების ეფექტურობის, სიმარტივისა და უსაფრთხოების გაზრდის გზით. 2. საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის განვითარება დავების გადაწყვეტის არსებული სასამართლო სისტემის ჩასანაცვლებლად. აღნიშნული საკითხების დასაფარად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (NBG) უკვე მოამზადა ცვლილებები საგადახადო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში შესატანად.
შეავსე ფორმა