შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველო – ქვეყნის პროფილი
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2019

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა დაბადებული ბიჭების რაოდენობა დაბადებულ გოგოებთან შედარებით - დაბადებისას სქესთა როდენობრივი თანაფარდობა (SRB). 2004 წელს საქართველოში დაფიქსირდა დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში, თუმცა 2016 წლისათვის ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა SRB-ს ბიოლოგიურ ნორმას. საქართველოს უნიკალური შემთხვევა მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ცოდნას აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას. ქვეყნის პროფილი წარმოადგენს განახლებულ მიმოხილვას იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა სქესის შერჩევის პრაქტიკა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში და იკვლევს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობაზე მოქმედ ფაქტორებს. იგი განიხილავს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის როგორც ძირეულ, ისე პრაქტიკის მანიფესტაციის განმსაზღვრელ მიზეზებს; წარმოადგენს პრაქტიკის შედეგებს და გასცემს რეკომენდაციებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს გენდერული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, როგორც პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად.

„გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ გლობალური პროგრამის განხორციელება კოორდინირებულად მიმდინარეობს - გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ - თანამშრომლობით (2016-2020, დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ), რომელიც ხორციელდება UNFPA-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად. UNFPA-ის კომპონენტი მოიცავს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციას, რომელიც ხორცილედება საზიანო პრაქტიკების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთანავე, გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამა მსოფლიო ბანკთან ერთად, მუშაობს საკომუნიკაციო კამპანიაზე, რომლის მიზანია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრევენცია. საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდება „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ გლობალური პროგრამის მხარდაჭერით.

შეავსე ფორმა