2024 წლის 2 ივლისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციამ ერთობლივად უმასპინძლეს პოლიტიკის პანელურ დისკუსიას „მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში“, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
პანელურმა დისკუსიამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი ცნობილ ეკონომისტთა გუნდს, რომელთაც საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. პანელს უძღვებოდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, და მონაწილეობდნენ: ევა ბოჭორიშვილი, გალტ & თაგარტის კვლევების ხელმძღვანელი; მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი, მსოფლიო ბანკის სამართლიანი ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი; თინათინ ახვლედიანი, CEPS-ის მკვლევარი; შალვა მხატრიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
პანელმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკური ლანდშაფტის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, სადაც ხაზი გაესვა როგორც გამოწვევებს, ისე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. სტრუქტურულ რეფორმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და დემოგრაფიულ ტენდენციებზე დისკუსიებმა წარმოაჩინა, რამდედნად კომპლექსურია ურთიერთკავშირი იმ ფაქტორებს შორის, რაც საქართველოს ეკონომიკური მომავლის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ღონისძიება დასრულდა მოწოდებით, გაგრძელდეს დიალოგი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით.