28 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მორიგი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ადგილობრივმა ორგანიზაციამ და მიზნად ისახავდა ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებას და ეფექტური რეგიონული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა RIA-ს, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტის, გამოყენების გამოცდილება, რაც დაეხმარება ადგილობრივ მთავრობებს მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ამგვარად მაქსიმალურად ეფექტიანი პოლიტიკის გატარება შეძლონ ადგილობრივ დონეზე.